Privacy Policy 

ძალაში შესვლის თარიღი: 21.03.2022

კომპანიის შესახებ

შპს  „ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ“ (შემდგომში „ოკი ფოსტა“) არის საფოსტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ამანათებისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან (თურქეთიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან) საქართველოში. 

მნიშვნელოვანი შეტყობინება

თქვენი პირადი მონაცემების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს ოკი ფოსტა თქვენს პირად მონაცემებს.
მონაცემთა დამუშავება გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, შეცვლას ან/და წაშლას. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს კომპანიის სერვისების გასაუმჯობესებლად. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა შენახვის ან გადაცემის ელექტრონული მეთოდი არ არის 100%-ით დაცული.

განმარტებები

”მომხმარებელი”  ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს ოკი ფოსტას  მომსახურებას;
”დოკუმენტაცია” ნიშნავს მომხმარებლისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულ ყველა ინფორმაციას, იქნება ეს წერილობითი თუ ელექტრონული ფორმით;
”მხარეები” ნიშნავს კომპანიას, მომხმარებელს ან სხვა მესამე პირს;
”სერვისები” ნიშნავს იმ მომსახურებათა ჩამონათვალს, რომლებსაც გთავაზობთ ოკი ფოსტა და ირჩევს მომხმარებელი.

რა არის ქუქი-ფაილები?

"ქუქი-ფაილები" არის პატარა ზომის ფაილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევინახოთ მომხმარებელთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია, როდესაც იგი ესტუმრება ჩვენს ვებ-გვერდს.  ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებ-გვერდების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად და ისინი გვეხმარება განვსაზღვროთ თუ რამდენად ხშირად და რა რაოდენობის მომხმარებელი სტუმრობს ჩვენს ვებ-გვერდს, ასევე ხელს უწყობს ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი და ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. 

რატომ აგროვებს ოკი ფოსტა მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას?

ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლის პირად ინფორმაციას ჩვენი მომსახურების ან პროდუქტების გასაუმჯობესებლად.
პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ავსებს ონლაინ რეგისტრაციის ფორმას ან იყენებს ჩვენს ვებ-გვერდს. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაგროვოთ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისების ან პროდუქტების გაუმჯობესებისთვის.

რა მიზნებით იყენებს ოკი ფოსტა თქვენს პირად ინფორმაციას?

თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამოთვლილით:

  • კომუნიკაციის დასამყარებლად, რათა მოგაწოდოთ ოკი ფოსტას სერვისების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა კომუნიკაციის არხით (მაგ. ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ჩათით);
  • მომსახურების გასაწევად და თქვენი ოკი ფოსტას პროფილის სამართავად;
  • ჩვენი სერვისების ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირების, პრევენციისა და მომხმარებელთა დახმარების უზრუნველსაყოფად;
  • ჩვენი ვებ-გვერდების/აპლიკაციების მოსახერხებელი ფუნქციონირებისათვის;
  • ოკი ფოსტას სერვისების გამართული ფუნქციონირების მიზნით და მათ გასაუმჯობესებლად;
  • ახალი ამბების, სპეციალური შეთავაზებებისა და ოკი ფოსტას სხვა სერვისების, მისი ცვლილებებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • მომხმარებლების უპირატესობების იდენტიფიცირებისათვის;
  • სტატისტიკის შედგენისა და ხარისხის უზრუნველყოფის, პროცესის ოპტიმიზაციისა და უსაფრთხოების მიზნების განსაზღვრისათვის;
  • ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გასათვალისწინებლად;
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ოკი ფოსტას უფლებებისა და საკუთრების დასაცავად.

აგრეთვე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემები ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და თქვენზე მორგებული სერვისების შემოთავაზების უზრუნველსაყოფად. 

მომხმარებელთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა

რეგისტრაციის დროს ან ოკი ფოსტასთან კომუნიკაციისას, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია. რეგისტრაციისთვის განკუთვნილ ველებში აკრძალულია სხვისი მონაცემების, აგრეთვე შეურაცხმყოფელი ფრაზის ან სიტყვის მითითება.  
თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდირებულია, რომ მომხმარებლებმა არ გადასცენ პაროლი მესამე პირებს. სხვისი მოწყობილობების, მაგალითად, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ტაბლეტის და სხვათა გამოყენების შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ავტორიზაციისთვის განკუთვნილი მონაცემების შენახვა სხვადასხვა მოწყობილობაზე.

გადავცემთ თუ არა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს?

ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი მონაცემები კეთილსინდისიერად გადავცეთ მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედება საჭიროა შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოების დაცვა;
  • ოკი ფოსტას უფლებებისა და საკუთრების დაცვა;
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;
  • ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებული შესაძლო შეცდომის თავიდან არიდება ან გამოძიება;
  • ოკი ფოსტას სერვისების გაუმჯობესება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები.

მესამე მხარის ვებ-გვერდზე მითითება

ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ ან შევცვალოთ ამ მონაცემთა პოლიტიკა ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ შესაძლო ცვლილებები. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. დროდადრო შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს სხვა ვებ-გვერდების ბმულები. 
მესამე მხარის ვებ-გვერდზე სტუმრობით, თქვენ გადამისამართდებით იმ კონკრეტულ ვებ-გვერდზე. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ოკი ფოსტაზე. 
სხვა ვებ-გვერდებზე სტუმრობისას, ჩვენ გირჩევთ გადახედოთ და შეამოწმოთ ყველა თქვენ მიერ მონახულებული ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარეების ვებ-გვერდებისა თუ სერვისების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. 

საუკეთესო სურვილებით,
ოკი ფოსტა