ჩვენი კომპანიები

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი კომპანიები

ამანათების სწრაფი ტრანსპორტირება თურქეთიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში

0 მომხმარებელი და0მიწოდებული ამანათი
 

როგორ გამოვიწეროთ ამანათი?

შეასრულეთ 3 მარტივი მოქმედება ამანათის მისაღებად

მიიღეთ მიწოდების მისამართი

დარეგისტრირდით ჩვენს ვებ-გვერდზე, რათა მიიღოთ ამანათის მიწოდების მისამართი თურქეთში, ჩინეთსა და ამერიკაში. ამისთვის თქვენ სულ 1 წუთი დაგჭირდებათ

გააგზავნეთ ამანათი მიღებულ მისამართზე

გააგზავნეთ თქვენ მიერ შეძენილი ნივთი ოკი ფოსტას იმ ქვეყნის საწყობში, საიდანაც გსურთ რომ განვახორციელოთ თქვენი ამანათის ტრანსპორტირება

მიიღეთ ამანათი საქართველოში

თურქეთიდან ტრანსპორტირების ვადა შეადგენს გამოგზავნიდან 2-3 სამუშაო დღეს, ხოლო ჩინეთიდან და ამერიკიდან 5-10 დღეს. მომხმარებლის პანელში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი გზავნილის სტატუსს

რეისების განრიგი

გამოთვალეთ ტრანსპორტირების ღირებულება

ტრანსპორტირების ღირებულება - 1 კგ. $3.00. იმისათვის, რათა მომხმარებელს არ მოუწიოს ზედმეტი თანხის გადახდა, ჩვენთან წონის დამრგვალება ხდება 100 გრამიანი სიზუსტით. თქვენ შეგიძლიათ კალკულატორის მეშვეობით ზუსტად გამოთვალოთ ღირებულება ნივთის წონის მიხედვით

ტარიფები
ტრანსპორტირება
საკურიერო მომსახურება
kg
gr
გამოთვალეთ ტრანსპორტირების ღირებულება
$3.00
ტრანსპორტირების ვადა
2-3
დღე
kg
თბილისი
6.0 ₾
რეგიონები
8.0 ₾
* ამანათის ზუსტი წონის დადგენა ხდება საწყობში თურქეთში, ჩინეთსა და ამერიკაში
ნივთების მიხედვით
კატეგორიის მიხედვით

AirPods case

in China
2.12₾ ($0.71)
in Georgia
39₾

Apple watch bracelet

in China
2₾ ($0.68)
in Georgia
99₾

Airpods 3

in USA
533₾ ($179)
in Georgia
899₾

Nike Air Force 1

in USA
271₾ (1379 Lira)
in Georgia
529₾
თურქეთიდან
ამერიკიდან
ტანსაცმელი
$0.46
$1.40
სათვალე
$0.23
$0.70
ელექტრონული აქსესუარები
$0.23
$0.70
ფეხსაცმელი
$1.38
$4.20
ბიჟუტერია
$0.23
$0.70
* - ფასები მიახლოებითია და ასახავს ტრანსპორტირების სავარაუდო ღირებულებას. ზუსტი ფასი განისაზღვრება კონკრეტული ნივთის წონის მიხედვით

რომელი ქვეყნებიდან შემიძლია გამოვიწერო ან გამოვაგზავნო ამანათი საქართველოში?

ამანათების გამოწერა შესაძლებელია თურქეთის, ჩინეთისა და ამერიკის ონლაინ მაღაზიებიდან. ამანათების გამოწერა/გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნებიდან და შესაბამისი ონლაინ მაღაზიებიდან, რომლებიც თქვენს მიერ შეძენილ ნივთს/ამანათს გააგზავნიან თურქეთში, ჩინეთში ან ამერიკაში.

ვის შეუძლია ისარგებლოს Oki Post-ის სერვისით?

ოკი ფოსტას სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.

რას ნიშნავს Oki Post-ის მიერ ჩემს პროფილში მონიჭებული თურქეთის, ჩინეთის და ამერიკის მისამართები და როგორ უნდა გამოვიყენო ისინი?

www.okipost.com-ზე რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ მიიღებთ Oki Post-ის საფოსტო მისამართებს თურქეთში, ჩინეთსა და ამერიკაში. აღნიშნული მისამართები საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი ამანათი ჩვენს უცხო ქვეყნის (თურქეთი, ჩინეთი, ამერიკა) საწყობამდე მივიდეს, საიდანაც განვახორციელებთ მათ ტრანსპორტირებას საქართველოში.
მისამართები შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი მიზნით:

ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შესაძენად;
პირადი გზავნილის განსახორციელებლად.

რას ნიშნავს ამანათის შესახებ ინფორმაციის შევსება (დეკლარირება), რატომ და როგორ უნდა დავადეკლარირო ამანათი?

ამანათის დეკლარირება გულისხმობს ამანათის შესახებ ინფორმაციის შევსებას (რაც ნიშნავს ინფორმაციის შევსებას გამომგზავნის დასახელების, გზავნილის კოდის, ნივთის ღირებულებისა და აღწერილობის შესახებ, აგრეთვე იმ ვებ-გვერდის მითითებას, საიდანაც შეძენილია ნივთი), რათა თავიდან იქნას არიდებული ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი შესაძლო შეფერხებები და დროულად მოხდეს ამანათის საქართველოში გამოგზავნა. სავალდებულოა ინფორმაციის შევსება ყველა ამანათის შესახებ.

ამანათის დადეკლარირება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი ამანათი მიტანილ და ასახულ იქნება ოკი ფოსტას უცხო ქვეყნის (თურქეთი, ჩინეთი ან ამერიკა) საწყობში. დეკლარირებისთვის უნდა ეწვიოთ ოკი ფოსტას პროფილს „მომხმარებლის პანელში“ არსებულ „დაუდეკლარირებელ ამანათებს“ და მიჰყვეთ მარტივ პროცედურებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ გზავნილის დადეკლარირებისას ნივთის ღირებულების არასწორად მითითების შემთხვევაში, საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას. ფიზიკურ პირებზე პირველი შემთხვევის დროს ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება იმპორტის ღირებულების 40%-ით, მეორე შემთხვევაზე კი 100%-ით. იურიდიული პირებისთვის ჯარიმა შეადგენს იმპორტის 100%-ს. გზავნილის დეკლარირების პროცესზე მომხმარებელი მთლიანად არის პასუხისმგებელი.

რა დრო დასჭირდება ჩემი ამანათის საქართველოში ჩამოსვლას?

თურქეთიდან გვაქვს ყოველკვირეული სტაბილური რეისი და ამანათების ტრანსპორტირების ვადა არის გამოგზავნიდან საშუალოდ 2 სამუშაო დღე. კონკრეტულად, რეისი გამოდის ყოველ ოთხშაბათ დღეს და შაბათს საქართველოშია. საბაჟო პროცედურების დასრულებისთანავე ამანათები მოდის ცენტრალურ ოფისში და შაბათსვე ან მაქსიმუმ ორშაბათს დილიდან იწყება ამანათების გაცემა;
ჩინეთიდან და ამერიკიდან ამანათების საქართველოში ტრანსპორტირების ვადა არის გამოგზავნიდან საშუალოდ 5-დან 10 დღემდე;
ონლაინ მაღაზიიდან ნივთის შეძენის შემდგომ, საქართველოში ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია კონკრეტული ონლაინ მაღაზიის მიწოდების პირობებზე.

როგორ გამოითვლება ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის საერთო წონის მიხედვით, რეალურ და მოცულობით წონებს შორის მაქსიმალურით;
მოცულობითი წონის დაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით: სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 (სანტიმეტრებით გაზომვისას). წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით;
თუ ამანათის წონა არ აღემატება 10 კგ.-ს, ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება რეალური წონის მიხედვით.

როგორ უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა შესაძლებელია 3 გზით:
კომპანიის ვებ გვერდიდან (შეავსეთ მომხმარებლის პანელში თქვენი ბალანსი და გადაიხადეთ ბალანსიდან);
ონლაინ ბანკინგის საშუალებით (გადახდებში, შესაბამის კატეგორიაში იპოვეთ ოკი ფოსტა, მიუთითეთ ოთახის ნომერი და გადაიხადეთ შესაბამისი ღირებულება);
სწრაფი გადახდის აპარატებიდან (ამანათების კატეგორიაში აირჩიეთ ოკი ფოსტა, მიუთითეთ ოთახის ნომერი და ჩარიცხეთ შესაბამისი თანხა).

რა არის საბაჟო გადასახადი?

საბაჟო გადასახადი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი აუცილებელი გადასახადი.

განბაჟებას ექვემდებარება ერთ რეისზე შემოსული 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30 კგ. ან მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი (პრაქტიკიდან გამომდინარე ერთგვაროვანი საქონელი გულისხმობს 3 ან მეტ ერთგვაროვან ნივთს).

გადასახადი განისაზღვრება ნივთის საბაჟო ღირებულების 18%-ით. საბაჟო ღირებულება ნიშნავს ნივთის ღირებულებას დამატებული ყველა ხარჯი გაწეული საქართველოს საბაჟო საზღვრამდე. ბაჟის გადახდა შეგიძლიათ დეკლარაციის დამზადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ონლაინ ბანკინგის საშუალებით, ნებისმიერ ბანკის ფილიალში ან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან.

რა არის დისტანციური განბაჟება და როგორ შემიძლია ვისარგებლო Oki Post-ის დისტანციური განბაჟების სერვისით?

დისტანციური განბაჟება გულისხმობს გამარტივებულ საბაჟო პროცედურას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ საბაჟო დეკლარაციის მომზადებაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ამანათებს უწევს განბაჟება, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად დაგაკვალიანებთ. თქვენ დაზოგავთ დროს და შეძლებთ ამანათის ჩამოსვლისთანავე გაიტანოთ თქვენი ამანათი ჩვენი ოფისიდან ან ისარგებლოთ ჩვენი სწრაფი საკურიერო სერვისით.

დისტანციური განბაჟების სერვისით სარგებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოგვიდგინონ პირადობის მოწმობა (დეტალურად ჩვენი წარმომადგენელი აგიხსნით პროცედურებს), ხოლო საქართველოში მცხოვრებმა სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა (არარეზიდენტი) - დროებითი რეგისტრაციის ნომერი (ერთჯერადი 9-ნიშნა კოდი დეკლარაციისთვის). არარეზიდენტი პირისთვის დროებითი რეგისტრაციის ნომერი გაიცემა უცხოური პასპორტის საფუძველზე მოთხოვნისთანავე, უფასოდ. ამისათვის, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ მომსახურების სააგენტოს.
დისტანციური განბაჟების სერვისის ღირებულება 5 ლარია.

როგორ შემიძლია ამანათის გატანა?

ამანათის მიღება შეგიძლიათ საკურიერო სერვისის მეშვეობით ან ჩვენს ოფისში მდებარე ამანათების გაცემის ტერმინალიდან ან ოფისის გარეთ მდებარე გარე გაცემის პუნქტიდან.
ამანათების გაცემის ტერმინალებით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა ეწვიოთ Oki Post-ის ოფისს და გაცემის აპარატში ან გარე გაცემის პუნქტში შეიყვანოთ ამანათის სპეციალური 9-ნიშნა კოდი და მონიშნოთ დადასტურება ან მობილურის ან სხვა მოწყობილობის საშუალებით მიანათოთ მონიტორს QR კოდი, რის შემდეგაც ავტომატურად მიიღებთ თქვენს ამანათს. QR კოდსა და 9-ნიშნა კოდს ლურჯი ბმულით მიიღებთ SMS-ის სახით. იგივე QR და 9-ნიშნა კოდი შეგიძლიათ ნახოთ “მომხმარებლის პანელში” -> “ჩამოსულია” ამანათებში, თრექინგ კოდის მარცხენა მხარეს მცირე ზომის შტრიხ-კოდის გახსნის გზით;

შესაძლებელია, რომ ჩემი ამანათი ოფისიდან გაიტანოს სხვა პირმა?

დიახ, მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი QR ან 9-ნიშნა კოდი;
მესამე პირისთვის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე კოდის გადაცემის შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი შესაძლო ზიანზე;

როგორ ვისარგებლო საკურიერო სერვისით?

ოკი ფოსტა გთავაზობთ საკურიერო მომსახურებას და ამანათების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით (ქალაქების სრული ჩამონათვალი იხილეთ საკურიერო მომსახურების არჩევისას).

საკურიერო მომსახურების არჩევა შესაძლებელია ამანათის შესახებ ინფორმაციის დამატებისას, მას შემდეგ, რაც თქვენი ამანათი იქნება ჩვენს საწყობში თურქეთში, ჩინეთში ან ამერიკაში. „გზავნილის მიღების ფორმაში“ „საკურიერო მომსახურების“ არჩევის შემდეგ სისტემა თავად შემოგთავაზებთ თქვენ მიერ ჩვენს ვებ გვერდზე რეგისტრაციისას დამატებულ მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ მისამართი ან სხვისთვის ირჩევთ საკურიერო მომსახურებას, გთხოვთ აირჩიეთ „სხვა მისამართი“ და შეავსეთ ყველა აუცილებელი ინფორმაცია.

საკურიერო მომსახურების არჩევა შესაძლებელია ამანათის საქართველოში, ცენტრალურ ოფისში ჩამოსვლის შემდგომაც. აირჩიეთ „ოფისში“ მდებარე ამანათი/ამანათები, „პარამეტრების“ ქვემოთ აირჩიეთ პირველი გრაფა (რედაქტირების ნიშნით) და „ამანათის მიღების ფორმა“ შეცვალეთ „საკურიერო მომსახურებით“.

ის ამანათები, რომელთა საკურიერო მომსახურების ღირებულება გადახდილ იქნა მიმდინარე დღის 14:00-მდე, ჩაბარდება მე-2 სამუშაო დღეს, ხოლო 14:00-ის შემდეგ გადახდილი ამანათები ჩაბარდება მე-3 სამუშაო დღეს.

საკურიერო მომსახურების ტარიფები იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ მომხმარებელი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან ტელეფონს არ პასუხობს, ამანათი დაბრუნდება ოკი ფოსტას ოფისში და მომხმარებელი ვალდებულია ამანათი გაიტანოს კომპანიის ოფისიდან. ამასთან, მომხმარებელს არ უბრუნდება საკურიერო მომსახურებაში გადახდილი თანხა.