კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

Oki Post ახორციელებს ამანათების გადაზიდვის პასუხისმგებლიან ბიზნესს საქართველოში. საწყის ეტაპზე, Oki Post-მა ამანათების ტრანსპორტირების ინდუსტრიაში პირველმა დაიწყო იმპორტირებული ნარჩენების მართვის გადამუშავების პროგრამები: მუყაოს შეფუთვების გადამუშავების პროექტი - „აჩუქე მუყაოს ყუთს ახალი სიცოცხლე, გადაამუშავე Oki Post-თან ერთად“ და პოლიეთილენის პარკების გადამუშავების პროექტი - „აჩუქე პოლიეთილენის პარკს ახალი სიცოცხლე, გადაამუშავე Oki Post-თან ერთად”.

პროგრამის განმავლობაში Oki Post-ის მომხმარებლებს აქვთ ხელსაყრელი შესაძლებლობა მიღებული ამანათების შეფუთვები მოათავსონ ნარჩენების გადამუშავებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში. ამ ეტაპზე Oki Post-ში მუყაოს ყუთების გადამუშავების პროცესში 5000-ზე მეტი მომხმარებელია ჩართული და გადამუშავდა 300 კილოგრამზე მეტი მუყაოს შეფუთვა.

მუყაოს შეფუთვების გადამუშავების ორივე პროგრამის განხორციელებით, Oki Post ჩართულია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის პროცესში და ახორციელებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მე-12 (მდგრადი მოხმარება და წარმოება), მე-13 (კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები) და მე-17 (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად) და პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელიც საჭიროა 2030 წლისთვის გლობალურ დონეზე გამონაბოლქვის შესამცირებლად.

მუყაოების გადამუშავების პროგრამა შეირჩა 2021 წლის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ფინალისტთა შორის. შეჯიბრი ორგანიზებული იყო გაეროს შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და USAID საქართველოსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პარტნიორობით.

თამარ აბზიანიძემ შემოიტანა ინიციატივა მუყაოებისა და პოლიეთილენის შეფუთვების გადამუშავების პროექტების დაწყებაზე და Oki Post-ის გუნდთან ერთად განახორციელა ორივე პროექტი. თამარი აგრძელებს სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების ინიცირებას, რომლებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში განვახორციელებთ Oki Post-ში.