ხშირად დასმული კითხვები

რომელი ქვეყნებიდან შემიძლია გამოვიწერო ან გამოვაგზავნო ამანათი საქართველოში?

თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ამანათები ჩინეთიდან, თურქეთიდან და ამერიკიდან. ასევე, თუ თქვენ სხვა ქვეყნიდან გსურთ საქართველოში ამანათის გამოწერა/გამოგზავნა, შეგიძლიათ ისარგებლოთ Oki Post-ის სერვისით და გამოაგზავნოთ სასურველი გზავნილი საქართველოში.

შემიძლია თუ არა ამანათის გამოწერა იმ ონლაინ მაღაზიიდან, რომელიც არ მდებარეობს ჩინეთში, თურქეთში ან ამერიკაში?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ამანათი ნებისმიერი ონლაინ მაღაზიიდან, მთავარია სასურველი ამანათი გაიგზავნოს თქვენ მიერ მითითებულ Oki Post-ის მისამართზე, ჩინეთში, ამერიკასა ან თურქეთში. 

ვის შეუძლია ისარგებლოს Oki Post-ის სერვისით?

ჩვენი სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს.

რას ნიშნავს Oki Post-ის მიერ, ჩემს პროფილში, მინიჭებული თურქეთის, ჩინეთის და ამერიკის მისამართები და როგორ უნდა გამოვიყენო ისინი?

www.okipost.com-ზე რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ მიიღებთ Oki Post-ის საფოსტო მისამართებს ჩინეთში, თურქეთსა და ამერიკაში. აღნიშნული მისამართები საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი ამანათი ჩვენს საწყობამდე მოვიდეს.
მისამართები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი მიზნით:
ონლაინ მაღაზიაში სასურველი ნივთის შესაძენად
პირადი გზავნილის განსახორციელებლად

რა დრო დასჭირდება ჩემი ამანათის საქართველოში ჩამოსვლას?

საქართველოში ტრანსპორტირების ვადა არის საშუალოდ 4-დან 14 დღემდე. ონლაინ მაღაზიიდან ნივთის შეძენის შემდგომ, საქართველოში ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია კონკრეტული ონლაინ მაღაზიის მიწოდების პირობებზე.

როგორ ვისარგებლო Oki Post-ის სერვისით და როგორ უნდა გავიარო რეგისტრაცია?

Oki Post-ის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსება.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენი ვებ-გვერდის მისამართს.

ვარ თუ არა შეზღუდული ნივთების გამოწერასა ან გამოგზავნაში? არსებობს თუ არა აკრძალული პროდუქცია, რომლის გამოწერა/გამოგზავნაც არ შემიძლია?

ნივთი, რომლის საქართველოში ტრანსპორტირებაც აკრძალულია ეროვნული ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, ვერ დაექვემდებარება საქართველოში გამოგზავნას.
გთხოვთ, აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი იხილოთ შემდეგ ბმულზე

როგორ უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

1. მობაილ ან ონლაინ ბანკინგის საშუალებით
2. კომპანიის ვებ-გვერდზე, საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით
3. სწრაფი გადახდის აპარატებიდან
4. საბანკო გადარიცხვით

როგორ მივხვდე, რომ ჩემ მიერ ჩარიცხული თანხა აისახა Oki Post-ის ანგარიშზე?

თანხის გადახდის შემდგომ, დასტური თანხის ჩარიცხვის შესახებ Oki Post-ის თქვენს პროფილში ავტომატურად აისახება.

ტრანსპორტირების ღირებულების გარდა მომიწევს თუ არა სხვა დამატებითი ხარჯების გადახდა?

ტრანსპორტირების სერვისის ღირებულება გამოითვლება მას შემდგომ, რაც მომხმარებელი აირჩევს, მისთვის სასურველ ყველა მომსახურებას (საბაჟო დეკლარაციის მომზადება, საკურიერო, ფოტო/ვიდეო გადაღება ან სხვა მომსახურება) შესაბამისად მომხმარებელს არ მოუწევს სხვა დამატებითი ხარჯის გადახდა.

როგორ გამოითვლება ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის საერთო ჯამური წონის მიხედვით - რეალურ და მოცულობით წონებს შორის მაქსიმალურით. მოცულობითი წონის დაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით: სიგრძე* სიგანე* სიმაღლე / 6000 (სანტიმეტრებით გაზომვისას).

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამანათის მოცულობითი წონა არ აღემატება 10 კილოგრამს, ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება მხოლოდ რეალური წონის მიხედვით.

წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.

ტარიფები მოცემულია 1 კგ-ზე და დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-საიტს.  

როდის უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების ღირებულება?

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა წინასწარ შეავსოს ბალანსი ან ამანათის გატანამდე ნებისმიერ დროს დაფაროს ტრანსპორტირების ღირებულება.
ტრანსპორტირების ღირებულების გადახდის გარეშე, მომხმარებელი ვერ შეძლებს კუთვნილი ამანათის გატანას.

რამდენიმე ამანათის გამოწერის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ჯერ ერთი ამანათის თანხის გადახდა და ამ ამანათის გატანა, ხოლო სხვა დროს დანარჩენი ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა?

დიახ, Oki Post-ის მთავარი მიზანი თქვენთვის კომფორტული და ხელსაყრელი პირობების შექმნაა. შესაბამისად, თუ თქვენ რამდენიმე გზავნილი გაქვთ, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულებისა და გატანის რიგითობა.

რა კურსით გამოითვლება ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხორციელდება თქვენ მიერ შეძენილი ამანათის უცხო ქვეყნის (ჩინეთი, თურქეთი, აშშ, გერმანია) საწყობში მისვლისა და პირად პროფილში ასახვის დღისთვის არსებული კომერციული ბანკების დოლარის შესყიდვის კურსით ლარში.
ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდზე.

შესაძლებელია თუ არა, რომ წინასწარ გავიგო ამანათის საქართველოში ტრანსპორტირების ღირებულება?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ წინაწარ გამოთვალოთ ამანათის საქართველოში ტრანსპორტირების ღირებულება. ამისთვის, გთხოვთ ეწვიოთ www.okipost.com-ს და კალკულატორის დახმარებით გამოთვალოთ ტრანსპორტირების ღირებულება.

პატარა ზომის ნივთი გამოვიწერე და დიდ ყუთში ჩამიდეს, შეგიძლიათ თუ არა შესაბამის პატარა ყუთში მოათავსოთ ჩემი ამანათი, რათა უფრო ნაკლები იყოს ტრანსპორტირების საფასური?

დიახ, ჩვენ შეგვიძლია თქვენი ამანათის ყუთის ზომაში შემცირება. მოცულობითი წონის თავის არიდების მიზნით, ჩვენ გთავაზობთ ამანათის ზომაში შემცირებას ან მცირე პაკეტში მოთავსებას.

რა ვალუტაში უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების ღირებულება?

ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში).

რა არის საბაჟო გადასახადი?

საბაჟო გადასახადი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი აუცილებელი გადასახადი.
განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30 კგ ან მეტი წონის ან
ერთგვაროვანი საქონელი (ერთვაროვანი საქონელი გულისხმობს 3 ან მეტ ერთგვაროვან ნივთს).

როგორ გამოითვლება საბაჟო გადასახდი და როგორია მისი გადახდის წესი?

გადასახადი განისაზღვრება საბაჟო ღირებულების 18%-ით, საბაჟო ღირებულება ნიშნავს ნივთის ღირებულებას დამატებული ყველა ხარჯი გაწეული საქართველოს საბაჟო საზღვრამდე. ბაჟის გადახდა შეგიძლიათ დეკლარაციის დამზადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ონლაინ ბანკინგის საშუალებით, ნებისმიერ ბანკის ფილიალიდან ან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან.

რა არის დისტანციური განბაჟება და როგორ შემიძლია ვისარგებლო Oki Post-ის დისტანციური განბაჟების სერვისით?

დისტანციური განბაჟება გულისხმობს, გამარტივებულ საბაჟო პროცედურას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ საბაჟო დეკლარაციის მომზადებაში. თქვენ დაზოგავთ დროს და შეძლებთ ამანათის ჩამოსვლისთანავე გაიტანოთ თქვენი ამანათი ჩვენი ოფისიდან.
ამ სერვისით სარგებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოგვიდგინონ პირადობის მოწმობა, ხოლო საქართველოში მცხოვრებმა სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა (არარეზიდენტი) დროებითი რეგისტრაციის ნომერი (ერთჯერადი 9-ნიშნა კოდი დეკლარაციისთვის).
არარეზიდენტი პირისთვის დროებითი რეგისტრაციის ნომერი გაიცემა უცხოური პასპორტის საფუძველზე მოთხოვინისთანავე უფასოდ. ამისათვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი მომსახურების სააგენტოს.
დისტანციური განბაჟების სერვისის ღირებულება 5 ლარია.

რას ნიშნავს ამანათის წინასწარი დეკლარირება, რატომ და როგორ უნდა დავადეკლარირო ამანათი?

ამანათის წინასწარი დეკლარირება გულისხმობს ამანათის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შევსებას, რათა თავიდან იქნას არიდებული ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი შესაძლო შეფერხებები და დროულად მოხდეს ამანათის საქართველოში ტრანსპორტირება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაუდეკლარირებელი ამანათები არ გამოიგზავნება საქართველოში.
ამანათის დეკლარირების პროცედურებია: გამომგზავნის დასახელება, გზავნილის კოდის მითითება, ვებ-გვერდის დასახელება საიდანაც შეძენილია ნივთი, ნივთის ღირებულების, ამანათში მოთავსებული ნივთების რაოდენობისა და ამანათის სახეობის მითითება.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ გზავნილის დადეკლარირებისას ნივთის ღირებულების არასწორად მითითების შემთხვევაში საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას. ფიზიკურ პირებზე პირველი შემთხვევის დროს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება იმპორტის ღირებულების 40%-ით, მეორე შემთხვევაზე კი 100%-ით. იურიდიული პირებისთვის ჯარიმა შეადგენს იმპორტის 100%-ს. გზავნილის დეკლარირების პროცესზე მომხმარებელი მთლიანად არის პასუხისმგებელი.

შემიძლია თუ არა ვისარგებლო ამანათის დაზღვევის სერვისით?

დიახ, Oki Post-ი გთავაზობთ ამანათის დაზღვევის სერვისს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირებისას მოხდება ამანათის გარეგანი დაზიანება ან დაკარგვა, კომპანია აგინაზღაურებთ ზარალს. დაზიანების შემთხვევაში დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ ახალ ნივთებზე.
დაზღვევის ღირებულება შეადგენს ამანათის ღირებულების 2.50%-ს.
დაზღვევის სერვისით სარგებლობისათვის, აუცილებელია, რომ Oki Post-ის თქვენს პროფილში წინასწარ აირჩიოთ დაზღვევის სერვისი და ისარგებლოთ შესაბამისი შემოთავაზებით.
ზარალის ანაზღაურების საფასური განისაზღვრება ამანათის რეალური ღირებულებით და არაუმეტეს მომხმარებლის მიერ დეკლარაციაში მითითებული საფასურით.

რას გულისხმობს ფოტო/ვიდეო გადაღების სერვისი?

ფოტო/ვიდეო გადაღების სერვისი გულისხმობს, თქვენი ამანათის შიგთავსის დასურათებას ჩვენს საწყობში მისვლისას. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც სურთ შეძენილი ამანათის დათვარიელება საქართველოში გამოგზავნამდე. აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის, თქვენ მიერ შეძენილი ამანათის ჩვენს საწყობში ჩაბარებამდე, უნდა აირჩიოთ ფოტო/ვიდეო გადაღების სერვისი, რომელიც გამოგიჩნდებათ თქვენს პროფილში.

რატომ უნდა ვისარგებლო ამანათის შიგთავსის რაოდენობის ინვოისთან შედარების სერვისით?

იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მაღაზიიდან გამოიწერეთ რამდენიმე ნივთი და გსურთ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად თქვენ მიერ შეკვეთილი რაოდენობა იგზავნება საქართველოში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამანათის ინვოისთან შედარების სერვისით.

როგორ ხდება მომხმარებლის ინფორმირება მის მიერ შეძენილი ამანათის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ?

ამანათის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლის პროფილში „ჩემი შეტყობინება“-ში აისახება.
იმ შემთხვევაში თუ ამანათის საქართველოში ჩამოსვლისას არ ვიმყოფები მითითებულ მისამართზე, შესაძლებელია თუ არა ჩემი ამანათის Oki Post-ის ოფისში დროებით შენახვა?
Oki Post-ის ოფისში თქვენი ამანათის უფასოდ შენახვა შესაძლებელია ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 20 (კალენდარული) დღის მანძილზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ ტვირთის შენახვის საკომისიო 1 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 60 დღის შემდეგ ტვირთი გადადის კომპანიის საკუთრებაში და კომპანია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი.

როგორ ვისარგებლო საკურიერო სერვისით?

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო სერვისით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ამანათის დეკლარირების დროს, მიღების ფორმაში მიუთითოთ - „საკურიერო მომსახურება“.
აგრეთვე, ტრანსპორტირების თანხის გადახდა ხორციელდება ამანათის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
თბილისში საკურიერო მომსახურება ხორციელდება ამანათების ცენტრალურ ოფისში მისვლიდან ერთის დღის განმავლობაში, რეგიონებში - ორი-სამი დღის მანძილზე.
ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე.

ჩემ მიერ შეძენილი ამანათი არ აისახა Oki Post-ის პროფილში, როგორ მოვიქცე?

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაადეკლარირეთ ამანათი, ამანათი მივიდა ჩვენს საწყობში, ახლავს ჩვენი წარმომადგენლის ხელმოწერა და თქვენს პროფილში არ აისახა, აუცილებლად დაგვიკავშირდით.

შესაძლებელია, რომ ჩემი ამანათი ოფისიდან გაიტანოს სხვა პირმა?

ამანათის ოფისიდან გატანა შეუძლია სხვა პირსაც, რომელსაც მომხმარებელი გადასცემს სპეციალურ საიდენტიფიკაციო გატანის კოდს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.

როგორ შემიძლია ამანათის გატანა?

ამანათის გაცემა ხდება შემდეგი გზებით:
• თვითმომსახურების აპარატით
• Oki Post-ის თანამშრომლის დახმარებით
• საკურიერო სერვისით

როგორ უნდა ვისარგებლო თვითმომსახურების აპარატით?

თვითმომსახურების აპარატით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა ეწვიოთ Oki Post-ის ოფისს და თვითმომსახურების აპარატში შეიყვანოთ ამანათის სპეციალური 8-ნიშნა კოდი ან მობილურის ან სხვა მოწყობილობის საშუალებით მიანათოთ მონიტორს შტრიხ-კოდი, რის შემდეგაც ავტომატურად მიიღებთ თქვენს ამანათს.

რა არის თანხის დაბრუნების პოლიტიკა?

არასწორად ჩარიცხული თანხის უკან დასაბრუნებლად, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად გადახდის ქვითარი ან/და ამონაწერი, რის შემდეგაც შედგება ბუღალტრული აქტი და დაგიბრუნდებათ თანხა თქვენს ანგარიშზე.