აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი

  • ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;

  • ფეთქებადი ან ცეცხლსასროლი იარაღები ან მათი შემადგენელი ნივთიერებები;

  • აალებადი ან სხვა საშიში საგნები (მაგალითად, სანთებელა, ტოქსიკური და ინფექციური შიგთავსის მქონე ნივთები, საახალწლოდ განკუთვნილი ასაფეთქებელი საგნები, კოროზიული, რადიოაქტიული და სხვა გაურკვეველი ნივთიერების შემცველი საგნები);

  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

  • სუნამო, მანიკიური, აცეტონი ან სხვა საწმენდი თხევადი საშუალებები;

  • სახლისთვის განკუთვნილი საწმენდი და თხევადი საშუალებები,  აეროზოლის შემცველი ნივთები, აალებადი ნივთიერება, წებოვანი ნივთიერება, კოროზიული, ამომჭმელი მასალისგან დამზადებული ნივთები და სხვა;

  • ფასეული და ღირებული ნივთები: მონეტები, ბანკნოტები, ფულის ნიშნები და სხვა ძვირფასი საგნები. საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები, საგზაო ან სამოგზაურო ჩეკები, ფასიანი ქაღალდები პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ძვირფასი ნაკეთობანი ან დაუმუშავებული სახის ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაკეთობანი ან სხვა ძვირფასი ნივთები;

  • ცხოველები, ფიტულები, ცხოველების ძვლები, ორგანოები და მსგავსი ნაწილები;

  • მცენარეები ან მათი თესლები;

  • თევზები, ჩიტები, მღრნელები, ქვეწარმავლები და სხვა.

  • „აზბესტი“-ს შემცველი პროდუქცია;

  • საკვები პროდუქტები და თხევადი ნივთიერებები;

  • საგნები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ან/და დააბინძუროს სხვა გზავნილები;

      აკრძალულია ისეთი საფოსტო გზავნილის ტრანსპორტირება, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოს საფოსტო კონვენციას (Universal Postal Union). ასევე, საგნები, რომელთა შემოტანა ან მოხმარება აკრძალულია დანიშნულების  ქვეყანაში.

    დამატებით ჩინეთიდან აკრძალულია შემდეგი ნივთების გამოწერა:

    • ყველანაირი ელემენტი და მისი შემცველი ნივთები
    • სანთებელა (მათ შორის ელექტრო)
    • ყველანაირი სითხე და მისი შემადგენელი პროდუქტები
    • პორტატული დამტენი
    • აკუმულატორი
    • ელექტრო სიგარეტი
    • სანთელი
    • დანები 
    • კოსმეტიკური საშუალებები, მათ შორის თვალის ჩრდილები, აცეტონი, მანიკიური და სხვა
    • ყველანაირი ფხვნილი
    • კბილის პასტები
    • საშიში, ფეთქებადი ან/და აალებადი პროდუქტები. (დეოდორანტი, აეროზოლი, სპრეი, პულივიზატორი და სხვა)
    • სუნამოები
    • მცენარეები.