კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 01.02.2021

კომპანიის შესახებ

შპს  „ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ“ არის საფოსტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ამანათებისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან საქართველოში. 

მნიშვნელოვანი შეტყობინება

თქვენი პირადი მონაცემების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს „ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ“-ი თქვენს პირად მონაცემებს.

მონაცემთა დამუშავება გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, გამოყენებას, შეცვლას ან/და წაშლას. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს კომპანიის სერვისების გასაუმჯობესებლად. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა შენახვის ან გადაცემის ელექტრონული მეთოდი არ არის 100% დაცული.

განმარტებები

შპს „ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ“ ( შემდგომში"კომპანია" ან "ჩვენ" „ოკი ფოსტი“)

”მომხმარებელი”  ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს ოკი ფოსტის  მომსახურებას;

”დოკუმენტაცია” ნიშნავს მომხმარებლისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულ ყველა ინფორმაციას, იქნება ეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;

”მხარეები” ნიშნავს კომპანიას, მომხმარებელს ან სხვა მესამე პირს;

”სერვისები” ნიშნავს სერვისებს, რომლებსაც გთავაზობთ ოკი ფოსტი და ირჩევს მომხმარებელი.

რა არის ქუქი-ფაილები?

"ქუქი-ფაილები" არის პატარა ზომის ფაილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევინახოთ მომხმარებლებთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია, როდესაც იგი ესტუმრება ჩვენს ვებ-საიტს.  ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებ-საიტების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად და ისინი გვეხმარება განვსაზღვროთ თუ რამდენად ხშირად და რა რაოდენობის მომხმარებელი სტუმრობს ჩვენს ვებ-გვერდს, ასევე ხელს უწყობს ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი და ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. 

რატომ აგროვებს ოკი ფოსტი მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას?

ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლის პირად ინფორმაციას, ჩვენი მომსახურების ან პროდუქტების გასაუმჯობესებლად.

პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ავსებს ონლაინ რეგისტრაციის ფორმას ან იყენებს ჩვენს ვებ-საიტს. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაგროვოთ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისების ან პროდუქტების გაუმჯობესებისთვის.

რა მიზნებით იყენებს ოკი ფოსტი თქვენს პირად ინფორმაციას?

თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამოთვლილით:

• კომუნიკაციის დასამყარებლად, რათა მოგაწოდოთ ოკი ფოსტის სერვისების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა კომუნიკაციის არხით (მაგ. ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ჩათით);

• მომსახურების გასაწევად და თქვენი ოკი ფოსტის პროფილის სამართავად;

• ჩვენი სერვისების ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად;

• ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირების, პრევენციისა და მომხმარებელთა დახმარების უზრუნველსაყოფად;

• ჩვენი ვებ-საიტების/აპლიკაციების მოსახერხებელი ფუნქციონირებისათვის;

• ოკი ფოსტის სერვისების გამართული ფუნქციონირების, ანალიზისა და გასაუმჯობესებლად;

• ახალი ამბების, სპეციალური შეთავაზებებისა და ოკი ფოსტის ზოგადი ინფორმაციის სხვა სერვისების, მისი ცვლილებებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად;

• მომხმარებლების უპირატესობების იდენტიფიცირებისათვის;

• სტატისტიკის შედგენისა და ხარისხის უზრუნველყოფის, პროცესის ოპტიმიზაციისა და უსაფრთხოების მიზნების განსაზღვრისათვის;

• ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გასათვალისწინებლად (მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულების გამოვლენის მიზნით);

• სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას კანონმდებლობის შესაბამისად;

• ოკი ფოსტის უფლებებისა და საკუთრების დასაცავად;

აგრეთვე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემები ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და მახასიათებლების უზრუნველსაყოფად. 

მომხმარებელთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა

რეგისტრაციის დროს ან ოკი ფოსტთან კომუნიკაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია. რეგისტრაციისთვის განკუთვნილ სხვადასხვა გრაფაში აკრძალულია სხვისი მონაცემების, აგრეთვე შეურაცხმყოფელი ფრაზის ან სიტყვის მითითება.  

თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდირებულია, რომ მომხმარებლებმა არ გადასცენ პაროლი მესამე პირებს. სხვისი მოწყობილობების, მაგალითად, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ტაბლეტის და სხვათა გამოყენების შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ავტორიზაციისთვის განკუთვნილი მონაცემების შენახვა სხვადასხვა მოწყობილობაზე.

გადავცემთ თუ არა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს?

ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი მონაცემები კეთილსინდისიერად გადავცეთ მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედება საჭიროა შემდეგი მიზნების მისაღწევად:

• მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოების დაცვა;

• ოკი ფოსტის უფლებებისა და საკუთრების დაცვა;

• სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;

• ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებული შესაძლო შეცდომის თავიდან არიდება ან გამოძიება;

• ოკი ფოსტის სერვისების გაუმჯობესება.

მესამე მხარის ვებ-საიტზე მითითება

ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ ან შევცვალოთ ამ მონაცემთა პოლიტიკა ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ შესაძლო ცვლილებები. ჩვენი ვებ-საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. დროდადრო შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს სხვა ვებ-საიტების ბმულები. 

მესამე მხარის ვებ-საიტზე სტუმრობით, თქვენ გადამისამართდებით იმ კონკრეტულ ვებ-საიტზე. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ოკი ფოსტზე. 

სხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას, ჩვენ გირჩევთ გადახედოთ და შეამოწმოთ ყველა თქვენ მიერ მონახულებული ვებ-საიტის მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარეების ვებ-საიტებისა თუ სერვისების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. 

საუკეთესო სურვილებით,

ოკი ფოსტის გუნდი.